გერმანული ავტომწარმოებელი BMW აშშ-ის ბაზარიდან 29 119 ავტომობილს გაიწვევს,- ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა.
რეგულატორის ინფორმაციით, პრობლემა ძრავის დამქოქავის (starter) რელეს უკავშირდება, რომელიც შესაძლოა კოროზიამ დააზიანოს, გადახურება და მოკლე ჩართვა კი ავტომობილში ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის.
გაწვევა რამდენიმე მოდელს მოიცავს, მათ შორის 530e xDrive, 740Le xDrive-სა და BMW-ის iPerformance სერიის გარკვეულ ავტომობილებს.
NHTSA-ის ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დილერები ძრავის დამქოქავის კომპონენტს მომხმარებლებს უფასოდ შეუცვლიან.