ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალ გეგმას განიხილავს. რისთვისაცმ უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ, რუსულ მილსადენებს გამოიყენებს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

ევროკავშირს სურს მოიძიოს ენერგიის სხვადასხვა წყაროები და ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. ევროკავშირის ოფიციალური პირები და ევროპული მთავრობების წარმომადგენლები უკრაინასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა მათ ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება გახანგრძლივდეს 2025 წლის შემდეგაც, მაგრამ ოლექსი ჩერნიშოვმა, უკრაინის ნაფტოგაზის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა, რომ უკრაინა არ შეუერთდება ევროკავშირის არცერთ პროექტს, რომელშიც ჩართული იქნება რუსული გაზის კომპანია(გაზპრომი).
ერთი იდეაა, რომ ევროკავშირმა იყიდოს გაზი აზერბაიჯანიდან და გამოიყენოს რუსული მილსადენები უკრაინაში მის ტრანსპორტირებისთვის. ამგვარად, ევროკავშირს არ მოუწევს გაზის ყიდვა პირდაპირ რუსეთიდან.
უკრაინა ღიაა აზერბაიჯანიდან გაზის შესაძენად და სურს საკუთარი მილსადენების გამოყენება. ევროკავშირი თვლის, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის გავლით ტრანზიტის შენარჩუნება, რათა ამით დაეხმაროს ქვეყნის ეკონომიკასაც.
ასევე, ევროპელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ გამოუყენებელი მილსადენები შეიძლება დაზიანდეს ან სამხედრო კონფლიქტის დროს, საოკუპაციო ძალების სამიზნედ იქცეს - ნათქვამია Bloomberg-ის განცხადებაში.

bpn.ge