ევროკავშირი პორტუგალიას ნახევარ მილიარდ ევროს გამოუყოფს ტყის კატასტროფული ხანძრების შემდეგ ქვეყნის აღდგენაში დასახმარებლად.

ახლა მინისტრთა კაბინეტი იწყებს ზარალის შეფასებას ცალკეულ დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში - რაც საშუალებას მისცემს მიღებული დახმარების უფრო საფუძვლიანად განაწილებას. ლისაბონი იმედოვნებს, რომ აღდგენა სწრაფად და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე დაიწყება.

მთავრობა ასევე მუშაობს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამომწურავ ანგარიშზე: არსებობს ვარაუდის საფუძველი , რომ ხანძრის ნაწილი დაუდევრობის, ბოროტმოქმედების ან კომერციული ინტერესების შედეგი იყო. ამასთან დაკავშირებით, ათზე მეტი ადამიანი დააკავეს.

euronews