ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცოს თქმით, სლოვაკეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიზანი რუსეთის დამარცხება არ არის.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის, რომლის პრემიერ-მინისტრიც მე ვარ, საგარეო პოლიტიკის მიზანი არ არის რუსეთის დამარცხება. ჩვენი მიზანია უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ომი გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიდგომა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ.
„ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.