Eurocontrol (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია) წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა 2030 წლისთვის განსაზღვროს კომუნიკაციების, ნავიგაციისა და ზედამხედველობის (CNS) მდგრადი ქსელი და დაეხმაროს მათ მის დანერგვაში 2040 წლისთვის.
ეს გრძელვადიანი ძალისხმევა მიზნად ისახავს ევროპის საჰაერო სივრცის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას და უსაფრთხოების გაძლიერებას.
Eurocontrol-ის ინტეგრირებული CNS განყოფილების ხელმძღვანელის, ვერონიკ ტრევერს-სატერისთქმით, ეს ინიციატივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საავიაციო სექტორის დამოკიდებულება სანავიგაციო ტექნოლოგიებზე მუდმივად იზრდება.