შეერთებულ შტატებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, $200 მილიარდზე მეტი ღირებულების შეთანხმებები დაანონსდა. ინფორმაცია შტატების პრეზიდენტმა ორი დღის წინ არაბთა გაერთიანებული საამიროებში ვიზიტისას გააჟღერა.
მხარეებს შორის შეთანხმებატაგან ერთ-ერთი მათგანია Boeing-ს, GE Aerospace-სა და Etihad Airways-ს შორის გაფორმებული პარტნიორობა, რომელიც $14.5 მილიარდად ფასდება.
Etihad-ის განცხადებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანიაა, Beeing-ისგან 28 ერთეულ ფართოკორპუსიან GE Aerospace-ის ძრავით აღჭურვილ თვითმფრინავს იყიდის. თვითმფრინავები Etihad-ის ფლოტს 2028 წლიდან შეუერთდება.
Etihad-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონოალდო ნევეში ამბობს, რომ 2030 წლამდე ფლოტის 170 თვითმფრინავამდე ზრდა იგეგმება. ავიაკომპანიის ფლოტი ამჟამად დაახლოებით 100 თვითმფრინავისგან შედგება.
რაც შეეხება, აშშ-ის შეფასებას, როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, თვითმფრინავების შესყიდვაზე მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს შორის კომერციული ავიაციის მრავალწლიან პარტნიორობას გააღრმავებს, ასევე გაზრდის ამერიკული წარმოებას და ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას.
შეგახსენებთ, Boeing-მა შეთანხმება გააფორმა Qatar Airways-სთანაც. კატარის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია ამერიკული Boeing-ისგან 210 თვითმფრინავს შეიძენს.