ესპანეთში, მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 39 ადამიანი ათეულობით კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent-ი, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორივე მატარებელში სულ 400 მგზავრი იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 122 ადამიანს გაუწია დახმარება, საიდანაც 43, მათ შორის, 4 ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.