ესპანეთის ეკონომიკა გლობალური ვაჭრობის გაურკვევლობის მიუხედავად, ძლიერი ზრდის ტრაექტორიით აგრძელებს განვითარებას, აპრილიდან ივნისამდე ეროვნული წარმოება (მშპ) კვარტალურად 0.7%-ით გაიზარდა.

ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის (INE) მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მშპ წინა წელთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა.

წინა კვარტალში წლიური ზრდა ასევე 2.8%-ს შეადგენდა, ხოლო კვარტალური ზრდა 0.6%-ს, რამაც ესპანეთს საშუალება მისცა, ევროზონაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გამხდარიყო.

ვრცლად euronews–ზე