იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი აცხადებს, რომ რომი ესპანეთიდან ჩამოსული მოგზაურების შემოწმებას გააგრძელებს, ვიდრე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები იარსებებს.

პიანტედოზის თქმით, შენგენის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება 15 აგვისტომდე არ გადაისინჯება. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ევროპულ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებები ესპანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სპეკულაცია არ არის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

შეგახსენებთ, პირველი აგვისტოდან იტალიის აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ესპანეთიდან შესული პირების შერჩევითი შემოწმება მიმდინარეობს. აღნიშნული სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო შენგენის შეთანხმების დროებით შეჩერების შემდეგ დაიწყო. საპასუხოდ ესპანეთმა განაცხადა, რომ 8 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე იტალიიდან ქვეყანაში ჩასული პირებისთის სასაზღვრო კონტროლს შემოიღებს.

1tv.ge