ამერიკული ტელეკომპანიის, ESPN-ის ვერსიით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია.

რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდა 20 ჟურნალისტი, რომლებსაც უნდა დაესახელებინათ ფავორიტთა TOP-15-ის საკუთარი ვერსია. გამოკითხვის შედეგები საერთო ცხრილში გააერთიანეს და საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ესპანეთი
  • საფრანგეთი
  • არგენტინა
  • ინგლისი
  • ბრაზილია
  • პორტუგალია
  • გერმანია
  • ნიდერლანდები
  • მაროკო
  • ნორვეგია
  • ბელგია
  • კოლუმბია
  • სენეგალი
  • ხორვატია
  • იაპონია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

1tv.ge