ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია „ნვიდიას“ ჩიპების შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.
აშშ-მა დაახლოებით ათ ჩინურ ფირმას ნება დართო, „ნვიდიას“ სიმძლავრით მეორე ხელოვნური ინტელექტის ჩიპის, H200-ის შესყიდვაზე.
ჩიპების შეძენის ნებართვის მქონე კომპანიებს შორის არიან Alibaba, Tencent, ByteDance და JD.com.
ექსპორტის კონტროლი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ცენტრალურ ბერკეტად რჩება, რადგან ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ზღუდავს ჩინეთის წვდომას მოწინავე ნახევარგამტარებსა და ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე. პეკინი აცხადებს, რომ ეს ზომები მისი ტექნოლოგიური აღმავლობის შეფერხებას ისახავს მიზნად.