საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას არწმუნებს, რომ საფრანგეთი განაგრძობს კიევის დახმარებას იმდენ ხანს და ისეთი ინტენსივობით, როგორც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების აღსრულება და რუსეთის აგრესიული ომი წარუმატებელი იყოს. ამის შესახებ აღნიშნულია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
აქვე აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონისთვის ესკალაციის გაუმართლებელი ლოგიკაა პუტინის მუქარები და უპასუხისმგებლო რიტორიკა, ასევე უკრაინულ ქალაქებზე, მშვიდობიან პირებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმები.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას არწმუნებს, რომ საფრანგეთი განაგრძობს კიევის დახმარებას იმდენ ხანს და ისეთი ინტენსივობით, როგორიც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების აღსრულება და რუსეთის აგრესიული ომი წარუმატებელი იყოს.