ამერიკულმა Eli Lilly-მ, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, 2026 წლის მესამე კვარტალში გაზარდა წმინდა მოგება და შემოსავალი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზი.
კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ივლისი - სექტემბრის პერიოდში მისმა წმინდა შემოსავალმა 6.45 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 7.22 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5.58 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ აქციაზე 6.21 აშშ დოლარს შეადგენდა.
ერთჯერადი პუნქტების გამოკლებით, ერთ აქციაზე მოგებამ 7.58 აშშ დოლარი შეადგინა. LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი ერთ აქციაზე 6.26 აშშ დოლარი იყო.
შემოსავალი 39%-ით გაიზარდა და 24.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ექსპერტები, საშუალოდ, 22.61 მილიარდ დოლარს ვარაუდობდნენ.