ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი აირჩია. 60 წლის პან გონგშენგი 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ადმინისტრაციას და განაგებდა ქვეყნის სახელმწიფო ოქროსა და სავალუტო რეზერვებს.
ივლისის დასაწყისში პანგ გონგშენგი დაინიშნა კომუნისტური პარტიის მდივნად ჩინეთის სახალხო ბანკში და პენსიაზე გასული PBOC-ის უფროსი ი განგი შეცვალა.
პანგ გონგშენგი ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ათ წელზე მეტია მუშაობს, მანამდე გრძელვადიანი მაღალი თანამდებობები ეკავა ჩინურ სახელმწიფო ბანკებში, მათ შორის ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკში (ICBC) და ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკში. 2016 წელს მან წამყვანი როლი შეასრულა იუანის სტაბილიზაციაში, წამოიწყო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთიდან კაპიტალის გატანაზე.
პან გონგშენგი ცნობილია თავისი სკეპტიციზმით კრიპტოვალუტების მიმართ.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ჩინეთის სახალხო ბანკი არ არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი. ის ექვემდებარება სახელმწიფო საბჭოს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და თანამშრომლობს მათთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებამდე, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთების დაწესება ან სავალუტო ბაზრის მართვა.