მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ამჟამინდელი მოდელები სერიოზულად ამცირებენ რეალურ ზიანს, რომელსაც კლიმატის ცვლილება გლობალურ ეკონომიკას აყენებს.

მთავრობების, ცენტრალური ბანკებისა და ინვესტორების მიერ გამოყენებული ეკონომიკური მოდელები სულ უფრო მეტად არასაკმარისად აფასებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებს, რადგან პლანეტა აგრძელებს დათბობას. ექსეტერის უნივერსიტეტის ჯგუფის Green Futures Solutions–ის და ფინანსური ანალიტიკური ცენტრის, „Carbon Tracker“-ის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ დღეს გამოყენებული ზიანის შეფასების მოდელები შორს არის სრულყოფილებისგან და გლობალური ეკონომიკისთვის „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ ქმნის.

ავტორები უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ კლიმატოლოგებს, ეკონომისტებს, მარეგულირებლებს და ინვესტორებ, სანამ ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით 2°C-ით მოიმატებს.

მეცნიერების შეფასებით, ამ ზღვრის გადალახვამ შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე კატასტროფული არ დაბრუნების წერტილი, ბიომრავალფეროვნების მასიური დანაკარგის და ოკეანის მჟავიანობის ჩათვლით.

ვრცლად euronews – ზე