ევროკავშირის საზღვრებზე 10 აპრილს ამოქმედდა შესვლის/გასვლის სისტემა (EES), რომელმაც ევროპის ექვსი ქვეყნის აეროპორტებში საათობით რიგები გამოიწვია.

ევროკავშირში უცხოელთა რეგისტრაციის ავტომატიზებული სისტემა - EES - ახლახან სრულად ამოქმედდა ევროკავშირის 29 ქვეყანაში. EES-ის გავლის ვალდებულება ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, რომელიც ევროკავშირში ჩადის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან მოკლევადიანი ვიზით ან უვიზო მიმოსვლის სქემით. სისტემა არ ცვლის შესვლის პირობებსა და წესებს, არამედ მხოლოდ სასაზღვრო კონტროლის პროცესს. პირველი მოგზაურობისას (ევროკავშირში შესვლის ან გასვლისას) თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ პირდაპირ საზღვარზე. თქვენი მონაცემები ინახება ციფრულ ფაილში, რომელიც ინახება სამი წლის განმავლობაში.

„გარდიანი“ იტყობინება, რომ სისტემის ამოქმედების პირველ დღეებში საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის აეროპორტებში საათობით რიგები წარმოიქმნა, ხოლო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის სიტუაცია შეიძლება „კოლაფსში“ გადაიზარდოს.

ვრცლად 34travel.me – ზე