ფოტო ტექნიკის წარმოების სფეროში პიონერმა, ამერიკულმა Eastman Kodak–მა, მეორე კვარტალში წმინდა ზარალი მიიღო და შემოსავალი შეამცირა, ამასთან კომპანიაში ეჭვი გამოთქვეს მიმდინარე ვალდებულებების გადახდის უნართან დაკავშირებით.
2025 წლის აპრილ-ივნისში Kodak-ის წმინდა ზარალმა 26 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0.36 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, ერთი წლით ადრე წმინდა შემოსავალი 26 მილიონი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 0.23 აშშ დოლარი იყო.
შემოსავალი წინა წლის 267 მილიონი დოლარიდან 263 მილიონ დოლარამდე შემცირდა.