Dusking–ის ტენდენცია — ტემპის შენელება და მზის ჩასვლის ყურება — სწრაფად იძენს პოპულარობას; რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ადგილები, სანტორინიდან და ბალიდან ამალფისა და მალდივის კუნძულებამდე.

ველნესით შთაგონებული მოგზაურობის უახლესი ტენდენცია, რომელსაც Dusking–ს უწოდებენ, ადამიანებს მოუწოდებს, დღის ბოლოს გარეთ გავიდნენ და უბრალოდ უყურონ, თუ როგორ შენელდება სამყარო დღის სინათლის კლების და მზის ჩასვლის დროს. იდეა მარტივია: არანაირი ტელეფონები, არანაირი აურზაური, არანაირი პროდუქტიულობა - მხოლოდ ცის ფერების ცვლილება და მოახლოებული საღამოს ხმები.

ეს პრაქტიკა სათავეს იღებს ნიდერლანდებიდან და აფრიკის ზოგიერთი რეგიონიდან და მოუწოდებს ადამიანებს, ხელახლა დაუკავშირდნენ ბუნებას, შეანელონ ტემპი და გათავისუფლდნენ მუდმივად პროდუქტიულობის აკვიატებული სურვილისგან.

ახლა კი, ახალმა კვლევამ დაასახელა მსოფლიოში საუკეთესო ადგილები ამ პრაქტიკისთვის, ატმოსფერული მეცნიერების, სოციალური მედიის მოთხოვნისა და მოგზაურობის ტენდენციების გაერთიანებით, რათა დაედგინა, სად ახდენს ბინდი ნამდვილად უდიდეს შთაბეჭდილებას.

ინტერნეტკავშირის კომპანია Holafly-მ გამოაქვეყნა თავისი „Global Dusking Index“ და დაასახელა საუკეთესო ადგილები ამ ფენომენის სანახავად.

რა არის Global Dusking Index?

კვლევაში კომპანიამ სამეცნიერო თვალსაზრისით აღწერა, თუ რა ქმნის ცის სილამაზეს და გამოყო ოთხი განსხვავებული „შრე“ – მოწმენდილი ციდან და სინათლის გაფანტვა ბუნებრივ ფაქტორებამდე და ადგილებამდე, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავს მოგზაურებს.

Dusking–ისთვის საუკეთესო ადგილებად დასახელდა:

სანტორინი, საბერძნეთი

სანტორინი, ალბათ, თითქმის ყველა მოგზაურის სურვილების სიაშია და ადვილი მისახვედრია, თუ რატომ. ატმოსფერული მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კიკლადური კუნძულის ცა იდეალური არ არის, ის უბრალოდ ძალიან სტაბილურია, მთავარი მიმზიდველობა მისი პოპულარობაა Google-სა და სოციალურ მედიაში, ასევე ტურისტების დიდი რაოდენობა.

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იკრიბება სანტორინის ცნობილ კალდერასთან, რათა იხილოს, თუ როგორ იცვლება თეთრად შეღებილი სახლები შთამბეჭდავ ფერებად. ეს ყოველდღიური რიტუალია, რომელიც წლების განმავლობაში იზიდავდა მოგზაურებს და კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი მაგია, პირველ რიგში, დაკავშირებულია ადგილის განსაკუთრებულ, თითქმის მაგნიტურ ენერგიასთან და ხელსაყრელ ატმოსფერულ პირობებთან.

ვრცლად euronews – ზე