ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი გლობალურ კომპანიებს უკვე მინიმუმ 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ეს მაჩვენებელი იზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters–ი საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ბიზნესები ებრძვიან ენერგიის ფასების ზრდას, მიწოდების ჯაჭვების დარღვევას და ირანის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გავლენას, რამაც შეაფერხა სასუქების, ჰელიუმის, ალუმინის, პოლიეთილენის და სხვა ძირითადი რესურსების მიწოდება.