აპრილში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ყველა მიმართულებით შენელდა და ინვესტიციებიც შემცირდა, რადგან ექსპორტის ზრდა აღარ აკომპენსირებს შიდა მოხმარების შემცირებას, იუწყება Bloomberg-ი, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებსა და ანალიტიკოსების ანგარიშებზე დაყრდნობით.
Goldman Sachs Group-ისა და Capital Economics-ის შეფასებით, აპრილში ინვესტიციები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით დაახლოებით 8%-ით შემცირდა. ინვესტიციები განსაკუთრებით წარმოებასა და ინფრასტრუქტურაში შესუსტდა, ასევე მკვეთრად შემცირდა კერძო ინვესტიციები.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში სამრეწველო წარმოება აპრილში 4.1%-ით გაიზარდა, რაც თითქმის სამი წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. შედარებისთვის, მარტში ზრდამ 5.7% შეადგინა.