აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კუბაში რეჟიმის შეცვლა წლის ბოლომდე სურს. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროებმა მედიას განუცხადეს, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები აქტიურად ეძებენ კუბის მთავრობაში ისეთ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ წლის ბოლომდე კომუნისტური მთავრობის დამხობის შესახებ შეთანხმების მიღწევაში დახმარება.
ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ კუბის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა და მადუროს სახით მათ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დაკარგეს.
როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, აშშ-ში რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ კუნძულზე თითქმის 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის დასასრულებლად.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მაიამიში და ვაშინგტონში, კუბელ დევნილებsa და სამოქალაქო ჯგუფებთან შეხვედრებზე ამერიკელი მაღალჩინოსნები ყურადღებას ამახვილებდნენ მოქმედი მთავრობის შიგნით ისეთი ადამიანის იდენტიფიცირებაზე, რომელიც შეთანხმების დადებას მოისურვებს.
1tv.ge