დონალდ ტრამპი 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, მაიამის სასამართლოში, მაგისტრანტმა მოსამართლე ჯონათან გუდმანმა ტრამპს მის წინააღმდეგ წაყენებული 37 ბრალდება წარუდგინა.
მედია წერს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 37-ვე ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წაყენებული. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავებიან.