აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, ნახოს ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. აღნიშნულის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული განცხადება ტრამპმა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროპელებს, მეტი გააკეთონ ჩინეთის დასარწმუნებლად, რომ კრემლზე ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტის დასასრულებლად.
ამასთან, გამოცემის ცნობითვე, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აწარმოონ.
1tv.ge