დიდმა ბრიტანეთმა და ინდოეთმა სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, სავაჭრო შეთანხმება გააადვილებს ბრიტანული კომპანიებისთვის ვისკის, ავტომობილებისა და სხვა პროდუქტების ექსპორტს ინდოეთში და შეამცირებს გადასახადებს ინდოეთის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექსპორტზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეთანხმება გააძლიერებს ეკონომიკას და „სარგებელს მოუტანს ბრიტანელ ხალხსა და ბიზნესს“.

ამასთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არის ისტორიული, ამბიციური და ორივე მხარისთვის სასარგებლო.

1tv.ge