„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ჩვენ საუბარი ახლახან გვქონდა. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კანადას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ მხარდაჭერას გააგრძელებს, როგორც ამას სხვა პარტნიორები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასა და აშშ-ს შორის ეს ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.