გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 25 მილიონ ფუნტს ($32 მლნ) გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის ოფისის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
„კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, დაფინანსება დაიცავს კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურას და სასიცოცხლო სერვისებს, რათა აღმოაჩინოს, თავიდან აიცილოს და უპასუხოს რუსეთის მხრიდან წამოსულ კიბერ საფრთხეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის მთავრობის დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „ახორციელებს შეტევის მცდელობებს უკრაინის კიბერ ინფრასტრუქტურაზე“, რომელიც კრიტიკული ფუნქციების შესრულებას, მათ შორის საბანკო ოპერაციების წარმოებას და ენერგომომარაგებას უზრუნველჰყოფს.