გაერთიანებული სამეფო უკრაინელ ლტოლვილებს სახლების დაქირავებაში დახმარებისთვის 150 მლნ გირვანქა სტერლინგს (188 მლნ აშშ დოლარი) გამოუყოფს. ახალი დაფინანსება გადაეცემა ადგილობრივ საკრებულოებს, და ისინი დაეხმარებიან უკრაინელ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების დაქირავებასა და სამუშაოს პოვნაში.

„გაერთიანებულ სამეფოს აქვს საპატიო ტრადიცია შესთავაზოს თავშესაფარი მათ, ვინც ომის საშინელებას გამოექცა. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომი მალე დამთავრების ნიშანს არ აჩვენებს, ამიტომ მოვუწოდებთ, რომ მეტი ადამიანი გახდეს მასპინძელი, ხოლო საკრებულოებს უზრუნველვყოფთ დამატებითი დაფინანსებით, რათა მხარი დაუჭირონ სტუმრების გრძელვადიან განსახლებას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს განსახლების მინისტრმა ფელისიტი ბუჩენმა.