დიდი ბრიტანეთის მთავრობა ელექტრომობილებისთვის 3,750 ფუნტ სტერლინგამდე (5,000 აშშ დოლარი) სუბსიდიებს აღადგენს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიას და მიაღწიოს გარემოსდაცვით მიზნებს.
ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამის საერთო მოცულობა 650 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება. სუბსიდიები 37 ათას ფუნტზე ნაკლები ღირებულების ახალი ელექტრომობილების შესაძენად გაიცემა.
ადრე არსებული სუბსიდირების პროგრამა ეტაპობრივად გაუქმდა 2022 წელს. მას შემდეგ გაყიდვების ზრდა შენელდა.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების (ჰიბრიდული მოდელების გარდა) გაყიდვები ივნისში წინა წელთან შედარებით 39.1%-ით გაიზარდა და 47 354 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანი გაყიდვების 24.8%-ს შეადგენს. მიზანი 28%-ია.