დიდ ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა და აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 8.7% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და ერთწლიან მინიმუმს წარმოადგენს.
თუმცა, საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით ისევ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. CPI-ის დონემ აპრილში 6.8%-იან მაჩვენებელს მიაღწია, რაც ოცწლიანი მაქსიმუმია.
ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. თუმცა, ექსპერტების მოლოდინით წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5%-ს ასცდება.