დიდ ბრიტანეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 2025 წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით 7.3%-ით შემცირდა და 385 810 ერთეული შეადგინა – ამის შესახებ საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოებამ (SMMT) განაცხადა.

შიდა ბაზრისთვის 89,102 მსუბუქი ავტომობილის წარმოება განხორციელდა რაც 16.1%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების წარმოება 4.3%-ით, 296,708 ერთეულამდე შემცირდა.

ელექტრომობილების წარმოება 1.8%-ით გაიზარდა და 160 107 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანი წარმოების 41.5%-ს შეადგენს.

ვრცლად Interfax-ზე