რუსეთის მიერ Danone-ისა და Carlsberg-ის ხელში ჩაგდების შემდეგ, უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის დატოვება სურთ, შესაძლოა მყიდველების პოვნა გაუჭირდეთ. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

სამომხმარებლო საქონლის კომპანიები PepsiCo-დან და Mars-დან დაწყებული Nestlé-თი და Reckitt Benckiser-ით დამთავრებული, რომლებიც რუსეთში ათწლეულების წინ შემოვიდნენ და მილიონობით ინვესტიცია ჩადეს ქარხნების მშენებლობაში, ადგილობრივი მუშაკების დაქირავებასა და ადგილობრივი ბრენდების განვითარებაში, რისკის ქვეშ არიან.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რამზან კადიროვის ძმისშვილი იაკუბ ზაკრიევი რუსეთში Danone-ის იოგურტის მწარმოებელი შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი გახდა. დასავლურ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპერირებენ რუსეთში, ესმით, რომ მათ შემთხვევაშიც იგივე შეიძლება მოხდეს.

აპრილში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს არამეგობრული სახელმწიფოების ან კერძო პირების კომპანიების აქტივები დროებით აკონტროლოს. თუმცა, გასულ კვირას Danone-ს ადგილობრივი ბიზნესისა და Carlsberg-ის რუსული ლუდის წარმოების კონფისკაცია მათი ევროპელი მფლობელებისთვის მოულოდნელი იყო.

ძლიერი რუსი ბიზნესმენებისთვის და პოლიტიკური მოკავშირეებისთვის ძვირფასი აქტივების გადაცემამ შეიძლება გააძლიეროს პუტინის ძალაუფლება ევგენი პრიგოჟინის მიერ აჯანყების სამარცხვინო მცდელობის შემდეგ.

Bloomberg- წერს, რომ Carlsberg-ის, Danone-ის, Nestlé-ის, PepsiCo-ს, Reckitt-ისა და Unilever-ის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამ ამბავზე კომენტარის გაკეთებისგან.