ჩეხეთის პრეზიდენტი ალბათ პირველი ლიდერია დასავლეთში, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ომის გამო ევროპაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს.
„მე ვთვლი, რომ, როგორც წარსულში რიგი მსოფლიო კონფლიქტების შემთხვევაში, ამ გაჭიანურებული ომის დროსაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე მშვიდობის დროს. ასე რომ, დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს უფრო გულდასმით უნდა ვადევნოთ თვალყური ვიდრე ადრე. ვინაიდან ისინი არიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს. მე, შესაძლოა, მეცოდებოდეს ეს ადამიანები, მაგრამ, თუ ჩვენ იმ დროს გავიხსენებთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, მაშინ ასეთი მკაცრი დაკვირვების რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა აშშ-ში მცხოვრები მთელი იაპონური მოსახლეობა. ასეთია უბრალოდ ომის ფასი“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა „მონიტორინგში" - „მხედველობაში მაქვს სპეცსამსახურების მხრიდან მეთვალყურეობა“, - თქვა პეტრ პაველმა.
ვრცლად radiotavisupleba.ge