იანვარში დანია აუქციონზე გაიტანს თავის წითელ საფოსტო ყუთებს, რომლებსაც ადგილობრივები „საკულტოს“ უწოდებენ. ისინი აღარ იქნება საჭირო: ფოსტა ქაღალდის წერილების მიწოდებას 2026 წლის იანვრიდან შეწყვეტს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

დანიის სახელმწიფო ფოსტამ, PostNord-მა განმარტა, თუ რატომ აპირებს თავისი 400-წლიანი ოპერირების ამ ნაწილის დასრულებას. ქაღალდის წერილებს თითქმის აღარავინ წერს - ისინი ელექტრონული წერილებით შეიცვალა. თუმცა, ამანათების რაოდენობა იზრდება, ამიტომ PostNord ამ სფეროზე გაამახვილებს ყურადღებას.