Citigroup Inc - ის ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ უახლოეს მომავალში Brent–ის ფასი ბარელზე 120 დოლარამდე გაიზრდება და აღნიშნავენ, რომ ბაზარი არასაკმარისად აფასებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო მიწოდების გაჭიანურების რისკს.
Brent–ი შესაძლოა ბარელზე 150 დოლარამდე გაძვირდეს თუ ჰორმუზის სრუტე ტანკერების თავისუფალი გადაადგილებისთვის მხოლოდ მესამე კვარტალში გაიხსნება, – ვარაუდობენ ექსპერტები.
Citi-ს საბაზისო პროგნოზით, 2027 წლისთვის Brent-ის ვაჭრობის ფასი ბარელზე 80-90 დოლარის დიაპაზონში იქნება.