სერბეთში 25 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის გრძელვადიანმა ლიდერმა, ალექსანდრ ვუჩიჩიმ, საარჩევნო შედეგები შეაჯამა და ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვება ოფიციალურად აღიარა.

წინასწარი მონაცემებით, სტუდენტურმა მოძრაობამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რამაც ვუჩიჩის პარტიის მრავალწლიანი მმართველობა დაასრულა.

მარცხის აღიარებისას ვუჩიჩიმ მომხდარს „რეალიზებული რევოლუცია“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი დამარცხება ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული „დიფ სთეითის“ პირდაპირი მხარდაჭერით განხორციელდა.

„ჩვენი დამარცხება ამ რეალიზებულმა რევოლუციამ განაპირობა, რომელიც მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და ამერიკის იმ „დიფ სთეითის“ პირდაპირი მხარდაჭერით განახორციელეს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უპირისპირდება. ვულოცავ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უბრალო შემსრულებლები არიან – იმ ბინძური საქმის შემსრულებლები, რომელიც სუვერენული ქვეყნის დასამხობად სხვამ დაგეგმა. ამჯერად თქვენ მიაღწიეთ მიზანს, თუმცა, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს, ამას დრო აჩვენებს,“ – აღნიშნა მან.