ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინული კონტრშეტევის მყარ პროგრესს, რომელშიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვრის რუსულ ფლოტს”, - განაცხადეს ნატო-ს პრესსამსახურში შეხვედრის შემდეგ.

მათი ცნობით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ “ჩვენ ვერ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა,” და დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საფრთხედ რჩება.