"მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერმინისტრ ფაშინიანს იმ მშვიდობის შეთანხმების მხარდაჭერისთვის, რომელიც გასული წლის აგვისტოში გავაფორმეთ. ეს იყო მძიმე ომი, ერთ-ერთი იმ რვიდან, რომლებიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა ჩვენ კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს," - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა, რათა  სამშვიდობო ძალისხმევა გააძლიეროს და წინ წასწიოს პროექტი ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის.

"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, გავაფორმებთ უმშვენიერეს შეთანხმებას მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ სომხეთთან, დავდებთ გარიგებებს ჩვენი დიდი ნახევარგამტარების მწარმოებელი სექტორითვის და აზერბაიჯანს ამერიკაში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას მივყიდით, როგორიცაა სხეულის დამცავი ჟილეტები და ნავები და სხვა" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.