ჩინური Temu წლის ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად დასახელდა.

უფრო კონკრეტულად, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მეშვეობით მომხმარებლებმა წელს ყველაზე მეტჯერ გადმოწერეს.

რეიტინგის ხუთეულში ასევე მოხვდა TikTok, Meta's Threads, OpenAI's ChatGPT და Google.

ცნობისთვის, Temu-ს 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თვეში მინიმუმ ერთ ტრანზაქციას ახორციელებენ.