რამდენიმე ჩინური ავტო ბრენდი რუსეთში წარმოების ლოკალიზაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ რუსული მედია, რუსეთში ჩინელ მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელ ჟოუ ლიკუნზე დაყრდნობით, იტყობინება.

მისი თქმით, ზოგიერთი კომპანია რუს პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რუსეთში მასობრივ წარმოებზე გადასვლასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გარდა ამისა, ჩინური საავტომობილო ბრენდებს ამ თანამშრომლობის წარმატების იმედი აქვთ. მათი თქმით, მიღწეული შეთანხმებები მუდმივად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.

„გასული წლიდან რუსეთში ჩინურ მანქანებსა და სამშენებლო აღჭურვილობაზე მოთხოვნა სწრაფად - 5%-დან 30%-მდე გაიზარდა. საავტომობილო და სამშენებლო ტექნიკის მწარმოებლები წარმოების რუსეთში ლოკალიზებით არიან დაინტერესებულნი“, - დასძინა ლიკუნმა.

ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი, რომელიც ჩინელი მწარმოებლები რუსეთში დაიწყებენ, შეიძლება იყოს Omoda S5 სედანის წარმოების გადმოტანა კალუგას ყოფილ ფოლკსვაგენის ქარხანაში.