აღმოსავლეთ ჩინეთის ჯიანგსუს პროვინციაში, ქალაქ იანჩენგში ექსპლუატაციაში მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მცურავი ოფშორული ქარის ტურბინა შევიდა, რომლის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო CRRC წერს.
ქარის ტურბინა ჩინეთში შეიქმნა, ფრთის მოძრაობის დიამეტრი 260 მეტრია და დაახლოებით შვიდი სტანდარტული ფეხბურთის მოედნის ზომის ფართობს იკავებს.
ტურბინას ყოველწლიურად 62 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, რაც საკმარისია დაახლოებით 37 000 ოჯახისთვის. აღნიშნული ქარის სადგური დაზოგავს 25 000 ტონა ნახშირს, ხოლო ნახშირორჟანგის გამოყოფას 62 000 ტონით შეამცირებს.
თავისი ნახევრად წყალქვეშა მცურავი პლატფორმით და დასამაგრებელი სისტემით, გაუმჯობესებული კონტროლისა და სენსორული ტექნოლოგიებით ტურბინა ქარის ენერგიას ღრმა წყლებშიც ავრცელებს, რაც სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს.
„მცურავი ოფშორული ქარის ტურბინა არის გასაღები ტექნოლოგიური ტენდენციის, რომელიც ქარის ენერგიის მომავალს განავითარებს“, - განაცხადა CRRC Qi Hang New Energy Technology-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ ვონგ დიანმა.
ტურბინა კონფიგურირებად ვარიანტებს გვთავაზობს წყლის სხვადასხვა სიღრმეზე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმიზებულ გადაწყვეტილებებს ღრმა ზღვის ქარის ენერგიის რესურსებისთვის.