ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2025 წელს 2024 წლის რეკორდულ მაქსიმუმთან შედარებით შემცირდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოხდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2020 წელს, COVID-19 პანდემიის დროს შემცირდა. მას შემდეგ, ოთხი წელია, ზრდა შეინიშნება.

ორ ქვეყანას შორის მთლიანმა ვაჭრობამ 2025 წელს 1.63 ტრილიონი იუანი (234 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. კლება რუსეთში ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებისა და ჩინეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების ღირებულების შემცირების შედეგი გახდა.