ჩინეთმა ტაივანის გარშემო საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარა - მანევრებში 100-მდე საბრძოლო გემი მონაწილეობდა
ჩინეთმა ნოემბრის დასაწყისში ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მანევრებში დაახლოებით 100 საბრძოლო გემი მონაწილეობდა, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Nexta Live ავრცელებს.
წვრთნებში ჩინეთის შეიარაღებული ძალებისა და სანაპირო დაცვის დანაყოფები მონაწილეობდნენ. მანევრების ფარგლებში სამხედროებმა უცხო ქვეყნის ძალებზე დარტყმების განხორციელებაში ივარჯიშეს. სასწავლო სამიზნეებს შორის იყო ქალაქები, მათ შორის ტაივანის დასახლებული პუნქტები.
წვრთნები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ორგანიზაციის ლიდერთა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაძლოა, ერთმანეთს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ.