„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ხვალ, 15 ნოემბერს, მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე, ახლად მოწყობილ წყალმომარაგების ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებას ითვალისწინებს.

GWP-ის ცნობით, სამუშაოები 15 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესაყვანად აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა.

შესაბამისად, წყალმომარაგება 15 ნოემბრის 12:00 საათიდან 16 ნოემბრის 09:00 საათამდე შეეზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მისამართებს:

რუსთაველის გამზირს; გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრიგოლ აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ. აბაშიძის, რ. ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის (N1-13, N2-22), თაბუკაშვილის (N25-51, N30-48), კოსტავას გამზირის (N1-25), ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის (N1, 3, 5, N2-4), მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილისა და აბაკელიას ქუჩებს.

წყალმომარაგება ასევე შეიზღუდება ცხემის შესახვევსა და ჩიხში, რიწის ქუჩაზე (N1-5), ალ. ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, კოტე მესხის, ელიზბარ ზედგენიძისა და გიორგი გიგაურის ქუჩებზე, ასევე მერაბ კოსტავას I შესახვევში და ალ. ჭავჭავაძის I და II ჩიხებსა და შესახვევში.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

GWP-ის განცხადებით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინებით აწვდის. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე — 2 93 11 11, ასევე Facebook-სა და ვებგვერდზე — www.gwp.ge⁠.