ჩინეთმა ექსპლუატაციაში ახალი სადესანტო გემი „სიჩუანი“ ჩაუშვა, - იუწყება CNN.
საზეიმო ცერემონია შანჰაიში გაიმართა. უახლესი წარმოების ხომალდი 260-ი მეტრის სიგრძისაა და 40 ათას ტონას იწონის. მას სამხედრო ვერტმფრენებისა და მძიმე უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე, ათასამდე ქვეითის გადაყვანა შეუძლია.
„სიჩუანის“ მშენებლობა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. ხომალდი აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით.
ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა კარლ შუსტერმა განაცხადა, რომ ხომალდის ზომა და მასშტაბი „სერიოზული განაცხადია“ ჩინეთის მხრიდან საზღვაო სადესანტო და საექსპედიციო ოპერაციების განსახორციელებლად და გასაფართოებლად მაშინ, როდესაც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალები მკვეთრად შემცირდა.
წყარო: იმედინიუსი