მას შემდეგ, რაც აშშ-ჩინეთმა ქვეყნებმა ტარიფებზე 90-დღიანი ზავი გამოაცხადეს, ჩინეთიდან აშშ-ში ტვირთის კონტეინერმზიდი გემების დაჯავშნა მკვეთრად გაიზარდა.  როგორც Reuters იუწყება, გაზრდილმა მოთხოვნამ ჩინეთის პორტებსა და ქარხნებში საცობები შექმნა. გაურეკვეველია და ბუნდოვანი, როდის განახლდება ახალი ტარიფები, ამიტომაც, ამერიკელი იმპორტიორები მარაგების გაკეთებას ჩქარობენ. ისეთ მსხვილ სავაჭრო პორტებში, როგორიცაა შენჟენის იანტიანის პორტი, რომლის გავლითაც ჩინეთიდან აშშ-ში ექსპორტის მეოთხედზე მეტი გადის, ტვირთების გადაზიდვის ზრდამ გემთმფლობელებს ნავმისადგომების კოორდინაციისა და გემების განრიგის კორექტირების პრობლემა შეუქმნა. გერმანული კონტეინერმზიდი გემების ოპერატორის, Hapag-Lloyd-ის წარმომადგენლის განმარტებით, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ პორტი მხოლოდ გრძელვადიან კონტრაქტორებს ემსახურება, სპონტანური დაჯავშნა თითქმის გამორიცხულია. 

"როიტერის" ინფორმაციით, კონტეინერების ლოკაციის დადგენის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელმა Vizion-მა განაცხადა, რომ შვიდი დღის განმავლობაში შეკვეთების საშუალო რაოდენობა 277%-ით გაიზარდა. რაც მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს პორტებს გემებით გადატვირთავს. ექსპერტები აშშ-ჩინეთის ლოგისტიკურ არხებში ტვირთის დიდ, მაგრამ მართვად ტალღას პროგნოზირებენ.