ჩინეთი პოლონეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად 15-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრელებს

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მიესალმება ჩინეთის ბაზარზე მეტ ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტის შესვლას და ორმხრივი ინვესტიციების გაფართოებას.

თავის მხრივ, დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და მზად არის, გააგრძელოს მუშაობა ჩინეთთან „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, გააღრმაოს თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის, ინოვაციების, ციფრული ეკონომიკის სფეროებში.