ჩინეთი მზადაა გააგრძელოს კომუნიკაცია რუსეთთან, რათა რეალური წვლილი შეიტანოს კრიზისის დარეგულირებაში , – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს კომუნიკაცია და კოორდინაცია რუსეთთან, რათა რეალური წვლილი შეიტანოს კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“, – აღნიშნა ცინ განმა.

ჩინელი დიპლომატის თქმით, ეს ურთიერთობები ჩინეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით გამყარდა.

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ინდოეთში, გოაზე, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.