ჩინეთში გაიყიდა ბიუჯეტის ელექტრომობილი JAC Yiwei 3, რომელსაც ერთი დამუხტვით 600 კმ-მდე გავლა შეუძლია. ამის შესახებ CarNewsChina-ს ვებ-გვერდი იტყობინება.

JAC Yiwei 3-ს მინიმალისტური დიზაინი აქვს მრგვალი ფარებით. ელექტრო ჰეჩბეკი აღჭურვილია ორფერიანი კორპუსით და ფარული კარის სახელურებით. ახალი მოდელი ხელმისაწვდომია თეთრ, კრემისფერ, ნაცრისფერ, მწვანე ან იასამნის ფერში.

JAC Yiwei 3-ის ზომები ასეთია: სიგრძე - 4025 მმ; სიგანე - 1770 მმ; სიმაღლე - 1560 მმ.

ინტერიერში განთავსებულია 6.2 დიუმიანი ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი და 12.8 ან 15.6 დიუმიანი საინფორმაციო გასართობი ეკრანი. ინტერიერშია ასე უჯრა სმარტფონის უსადენო დატენისთვის და რამდენიმე განყოფილება ნივთების შესანახად.

JAC Yiwei 3 უსაფრთხოების გაფართოებულ სისტემებს გთავაზობთ, მათ შორის 360 გრადუსიანი პანორამული ხედისა და მეორე დონის მძღოლის დახმარების სისტემას 18-ზე მეტი ფუნქციით. ტოპ მოდელს ავსებს ადაპტური კრუიზ კონტროლი.

მანქანა აღჭურვილია 95 ან 136 ცხ.ძ სიმძლავრის ელექტროძრავით. მას 405 და 505 კმ-ის გავლა შეუძლია ერთი დამუხტვით, თუმცა მალე შეიქმნება ახალი ვერსია, რომელიც ერთი დამუხტვით 600 კმ-მდე გავლას შეძლებს.

JAC Yiwei 3 უკვე ხელმისაწვდომია ჩინეთში. ელექტრომობილის ღირებულება 89,900-დან 127,900 იუანამდეა (12,600-დან 17,900 დოლარამდე).