აშშ-ის გარეშე, ჩემს გარეშე ისრაელი არ იარსებებდა, რადგან არცერთი სხვა პრეზიდენტი არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რაც მე გავაკეთე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„ნეთანიაჰუთი იმედგაცრუებული არ ვარ. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ ახლა ბიბი ლიბანთან დაკავშირებით უფრო პასუხისმგებლობიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ნეთანიაჰუთი იმედგაცრუებული.

ტრამპმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გააკრიტიკა ნეთანიაჰუ, რადგან მიაჩნდა, რომ ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების განხორციელება აშშ-ირანის შეთანხმების დადებას ართულებდა. ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ლიბანსაც მოიცავდეს.

www.interpressnews.ge