საფრანგეთში მეცნიერებმა გამოცადეს ეკოლოგიურად სუფთა სასუქი, რომელიც დამზადებულია ჩამდინარე წყლებზე გაზრდილი წყალმცენარეებისგან - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. გარდა იმისა, რომ ეს სასუქი გაცილებით ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის, ვიდრე ტრადიციული მინერალური სასუქები, ის ასევე ხელს შეუწყობს ჩამდინარე წყლების გაწმენდას - როგორც ქარხნებიდან, ასევე ქალაქის ტუალეტებიდან და აბაზანებიდან.

ამ იდეის ავტორები არიან ფრანგი ფერმერები ზღვისპირა შარანტადან. მათ აღმოაჩინეს, რომ წყალმცენარეების ფხვნილმა ტრადიციული აზოტოვანი სასუქების გამოყენება 25%-ით შეამცირა მოსავლიანობის შემცირების გარეშე.